ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის ელისაბედ სიხარულიძის 2021წლის 31 მაისის #7189/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1.შეიქმნას სტუდენტ ელისაბედ სიხარულიძის შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,სოციალურ მუშაობის შესავალი “ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
- სალომე ნამიჭეიშვილი –ასოცირებული პროფესორი; კომისიის მდივანი;
- ზურაბ ტატანაშვილი – მოწვეული პედაგოგი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.